ვინ ახორციელებს განბაჟებას?
განბაჟებისთვის საჭირო ყველა პროცედურას ახორციელებენ ჩვენი კომპანიის თანამშრომლები.
ინფორმაცია განბაჟების წესებზე, გადასახადებზე და პროცედურებზე.
განბაჟებისთვის საჭირო ყველა პროცედურას ახორციელებენ ჩვენი კომპანიის თანამშრომლები.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, დეკლარირება არის დამოუკიდებელი მომსახურება და ექვემდებარება დაბეგვრას. 2021 წლის 1 ნოემბრიდან დეკლარაციის საფასური განისაზღვრება 5 ლარით.
2022 წლის 14 მაისიდან, საქართველოს მთავრობის №201 დადგენილებით, განბაჟების თანხას ემატება 20 ლარი (300–3000 ლარი) ან 100 ლარი (3000–10000 ლარი).
ამანათი ექვემდებარება განბაჟებას თუ მისი ღირებულებაა 300 ლარზე მეტი, წონა 30 კგ-ზე მეტი ან არის ერთგვაროვანი საქონელი.
განსაბაჟებელი ამანათი მოდის ოფისში, ჩვენ ვამზადებთ დეკლარაციას. თანხა და გადახდის ბოლო ვადა მითითებულია დეკლარაციაში.
საჭიროა ინვოისი ან შესყიდვის ორდერი, სადაც ფიქსირდება სახელი, გვარი, ოთახის ნომერი და ღირებულება.
დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონით დაგერიცხებათ საურავი.
საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს.
თუ არ მოხდება წინასწარ დეკლარირება, ამანათი დაყოვნდება საბაჟოზე, ხოლო 30 დღის შემდეგ ავტომატურად გადაეცემა სახელმწიფოს.
ორშაბათი–პარასკევი: 10:00-21:00, შაბათი: 10:00-18:00, კვირა: არასამუშაო.